ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე – დეპუტატ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს

მორიგი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას, ​​
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა.

დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი? სწორედ ქამადაძის ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლის ძებნილთა სიაში 6 ქართველი ბავშვი მოხვდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო კამპანიის წარმოება რთულია, რადგან სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო