პირზე ხელი ამაფარა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც და მამასაც მოვკლავო – გოგონა მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იგივეს გავუკეთებო – ამბობს ლაგოდეხის მცხოვრები მე-11 კლასელი გოგო და მეზობელ მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 16 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგონას სკოლაში შეუძლოდ გახდა და მშობიარობა დაეწყო.

„ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან, მშობლები სახლში არ არიან და ჩემთან დარჩიო. ერთ ოთახში დავიძინეთ, ღამით მამა დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იგივეს გავუკეთებო. დილით ახლში დავბრუნდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი. ამის შემდეგ ამ კაცის ცოლი იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, არ იჩივლოთ და ოქროს მოგცემთო,“ – აცხადებს გოგონა.

მოზარდის ოჯახი მოძალადე მამაკაცის დასჯას ითხოვს. მათი თქმით, გოგონას ორსულობის შემდეგ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სკოლიდან შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა.

„სკოლიდან შეგვატყობინეს, თქვენი შვილი ცუდად არისო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ბავშვი გააჩინა. ამის შემდეგ გავიგეთ, რაც მოხდა. ვინ იყო, როდის მოხდა, მეზობელი აღმოჩნდა. ამ კაცთან ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა გვქონდა. იქამდე არაფერი ვიცოდით, სანამ ბავშვი არ გაჩნდა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, მისი დაჭერაა. ან მოვკლავ, სოფელში ვერ ვჩნდები, გარეთ ვერ გავდივარ სირცხვილის გამო,“ – განაცხადა გოგონას მამამ.

თავად მამაკაცი კი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, როდესაც არასრულწლოვანი სკოლაში შეუძლოდ გახდა, გოგონას დედასთან და ბებოსთან ერთად ის საავადმყოფოში წავიდა. ის არასრულწლოვნის ოჯახს ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე ჯერ არ არის დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, მისი შემცვლელის თაობაზე კი, სპეკულაციებს ვხედავთ