პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09.00 საათზე დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09.00 საათზე დაიწყება და 25 მაისს, 20:00 დასრულდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge-ზე განხორციელდება.

ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელებისთვის 70 500 ადგილია გამოყოფილი.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ არც ერთი პირველკლასელი სკოლებში ადგილის გარეშე არ დარჩება.

banner
წინა სტატიაში“თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა“- ნიკა მელია
შემდეგი სტატია,,ჯობია იყო ბებერი ნიანგი, ვიდრე კურდღელი და თანაც ახალგაზრდა“ – მეჭიაური ახვლედიანს პასუხობს