“თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა“- ნიკა მელია

nika melia„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეწყვიტონ დანაშაულებრივი აუქციონი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვას ისახავს მიზნად.
„საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს 17:00 ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა!
როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად, მიიტაცა 4 ჰექტარი მიწისნაკვეთი, ისე რომ 1, 5 ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისადა თავად ივანიშვილისა! დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიროტიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობასაზრადაც კი არ მოსვლია!
კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველაპასუხისმგებელ პირს – დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებულიბატონებით – ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი !
თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდესმილიარდელი კერძო პირის საკუთრება,თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის კულტურული,ისტორიული მემკვიდრეობის ტერიტორია ივანიშვილის კერძო ფაზენდა გახდეს!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქკტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი! კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრამხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვ/მ 21 ლარად, მაშინ როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმამშენებლობის უფლების გარეშე კვ/მ შეიძინა 36 ლარად!
იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივინტერეს და მეტიც – მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაცგაერთიანდება ყველა – იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი,სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი!
საკითხი, რომელიც თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი მიუხედავად პროფესიისა დაპოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“

banner
წინა სტატიაშიეშტონ კარტერი ადასტურებს, რომ ნატო ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09.00 საათზე დაიწყება