პირველი ზავი სირიის ხანგრძლივი კონფლიქტის განმავლობაში…

თურქული საინფორმაციო სააგენტო Haberturk-ი, სირიულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სირიის ხუთწლიანი შიდა კონფლიქტის განმავლობაში პირველი სამშვიდობო შეთანხმება შედგა…

გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადიის სამთავრობო ძალებსა და სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე გუტას რეგიონში მოქმედ ოპოზიციურ შეიარაღებულ ძალებს შორის, ბრძოლის შეწყვეტის  15 დღიანი  შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც  ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გუტას რეგიონში შესვლისა და მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ სირიის რეჟიმი ბოლო 3 წლის განმავლობაში გუტას რეგიონს ვარილური ბომბებით ბომბავდა და ამ რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესვლის უფლებას არ აძლევდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ოპოზიცია ხაჯიმბას გადაყენებას მოითხოვს
შემდეგი სტატიარატომ არ მიჰყავს საფრანგეთს თურქეთში დაკავებული ფრანგი ტერორისტი…?