აფხაზეთის ოპოზიცია ხაჯიმბას გადაყენებას მოითხოვს

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირებააფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ განცხადებით, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ხელისუფლება ატარებს „რეპრესიების და დაშინების“ პოლიტიკას პარტიის წევრების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, „ამცახარას“ დაგეგმილი აქვს სახალხო კრების ჩატარება, რომელიც მიღებულ იქნა პარტიის ყრილობაზე, 21 ოქტომბერს. ამავე ყრილობაზე პარტიამ მოითხოვა პრეზიდენტ ხაჯიმბას გადაყენება.
პოლიტსაბჭოს შეკრება კრების მოსამზადებლად ჩატარდა 16 ნოემბერს. „არავითარი პოზიტიური ძვრები არ მომხდარა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ხელისუფლება აგრძელებდა დაშინების და რეპრესიების პოლიტიკას პარტია „ამცახარას“ წევრების და მისი მომხრეების წინააღმდეგ“ – ციტირებს პოლიტწევრებს „აბხაზია ინფორმი“.
პოლიტსაბჭომ დაგმო „ხელისუფლების სამართალსაწინააღმდეგო ქმედებები“ და მიიღო გადაწყვეტილება სახალხო კრების ჩატარების შესახებ. ასევე გასცა განკარგულება, რომ პარტიის ტერიტორიული განყოფილებების ხელმძღვანელებმა დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები კრების ჩასატარებლად.
შეგახსენებთ, რომ რაულ ხაჯიმბა რესპუბლიკის ხელმძღვანელია 2014 წლის აგვისტოდან. ის მოვიდა ხელისუფლებაში რიგგარეშე არჩევნების შედეგად. გასულ წელს ჩატარებული სახალხო კრების შედეგად პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა დაკარგა თანამდებობა. ოპოზიცია აფხაზეთში მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და ემზადება სახალხო კრებისთვის.

banner
წინა სტატიაში,,დარტყმა წელსქვევით,, – აშშ-მ ნავთობის ფასი რეკორდულად დააგდო…
შემდეგი სტატიაპირველი ზავი სირიის ხანგრძლივი კონფლიქტის განმავლობაში…