პირველი ვიდეომასალა მარტვილიდან

მარტვილში, მდინარე აბაშაში სამძებრო სამუშაოების დროს, წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია. ის საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე იყო.

შეგახსენებთ, რომ მარტვილი რაიონის სოფელ გაჭედილში მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში 18 წლის ბიჭს ეძებენ, ის მდინარე აბაშაში საბანაოდ ჩავიდა და დინებამ წაიღო. ადგილზე ოჯახის მიერ კერძო სამსახურის მყვინთავები იქნენ გამოძახებული. ერთ-ერთი მყვინთავი მდინარეში ჩავიდა და ისიც დინებამ წაიღო. მაშველი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ძლიერი დინების გამო მისი ცხედრის მდინარიდან გამოტანა ვერ ხერხდება.

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თამაზ უბილავამ გაავრცელა.

https://youtu.be/MZ4vQH83YkE

https://youtu.be/B74REZqo8rc

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – აშშ-ის კონგრესში მომზადებული ანგარიში განიხილეს
შემდეგი სტატია”ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან სამხედრო დაჯგუფებების შექმნის დავალება მიიღო”