“პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო”

პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე, 25 წელია, ამ სფეროში ვარ და ეს არ მომხდარა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს თავისთავად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფაქტია.

„აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია, მასზე, სამწუხაროდ, არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია და ბუნებრივია, ჩვეულებრივი ნორმების ფარგლებში ვერ მოხდება მართლმსაჯულების განხორციელება; მოძიება, პროკურტურის საქმიანობა, სასამართლო არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას და გამოძებაც, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება სრულყოფილი. ამიტომ ვფიქრობ, პროცესს უფრო პოლიტიკური ხასიათი ექნება, ვიდრე – სამართლებრივი“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშივილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა მივაღწიოთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის მოძიება განხორციელდეს საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება უშუალოდ გალის შეხვედრას, რომლიც 4-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდა, როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, შემდეგ შეხვედრები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და ფორმატი უფრო კონსტრუქციული იქნება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: პატრიარქის იდეის გარშემო ვიმუშავებთ
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს