თეა წულუკიანი: პატრიარქის იდეის გარშემო ვიმუშავებთ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, სამინისტროს პატრიარქის ინიციატივაზე იმუშავებს, თუმცა მისი თქმით, დიასოპორის წარმომადგენლებს პრობლემები არც მოქმედი კანონმდებლობით ექმნებათ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, ავტომატურად ხდება ხოლმე ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

“მინდა ჩვენს პატრიარქს ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო. ვიმუშავებთ მისი ამ იდეის გარშემო, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ დღესაც, ვინც კი არის საქართველოში დაბადებული, ვინც კი ყოფილა საქართველოს მოქალაქე, ან არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში დაიბადა, არიან ადამიანები, ვისაც საბჭოთა პასპორტი ჰქონდათ და მერე არ ჰქონიათ დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტი, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არიან დაბადებულები და ამ ქვეყნის შვილები არიან, მათთვის დღეს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით პრაქტიკულად ავტომატურად ხდება ხოლმე მეორე მოქალაქეობის ანუ, საქართველოს მოქლაქეობის მინიჭება. პრაქტიკაში ჩვენ თითქმის არ გვაქვს პრობლემები“,-განაცხადა წულუკიანმა.

პატრიარქმა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებისკენ მოუწოდა. უწმინდესმა თეა წულუკიანს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივება ურჩია. ქართულ დიასპორას კი, საქართველოში დაბრუნება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბანზე დაპირისპირება, შესაძლოა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს
შემდეგი სტატია“პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო”