პირველი დარღვევა გორში – 32-ე საარჩევნო ოლქის 90-ე უბანი 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა

გორში 32-ე საარჩევნო ოლქში პირველი დარღვევა დაფიქსირდა. 32-ე საარჩევნო ოლქის 90-ე უბანი 13 წუთის დაგვიანებით, 07:13 საათზე გაიხსნა. მიზეზი კომისიის თავმჯდომარის დაგვიანება გახდა.

ოლქის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, უბანზე პროცედურების ჩატარება მოესწრო და მომხდარს ამომრჩევლის შეფერხება არ გამოუწვევია.

მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, მომხდარი დისციპლინარულ გადაცდომად ითვლება.

„თავმჯდომარეს ჩამორთმევა ახსნა-განმარტება, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ ცოტა მოგვიანებით,“ – განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
შემდეგი სტატია,, არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, ვის აქვს საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა კარგი დაწყებული საქმე გააგრძელოს”