,, არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, ვის აქვს საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა კარგი დაწყებული საქმე გააგრძელოს”

დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს ყველანი ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ალექსიძის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

“მე დღეს გავაკეთე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი. არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის რეალურად ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს ყველაზე მეტი გამოცდილება და ვის აქვს ყველაზე მეტი შესაძლებლობა, საუკეთესო პროგრამა იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ყველა კარგი დაწყებული საქმე გააგრძელოს და მეორე მხრივ, ის ახალი ინიციატივები, რომელიც ამ პროგრამიდან გამომდინარეობს, ღირსეულად იქნას შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი გაამართლებს და დღეს საღამოს ყველანი ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი დარღვევა გორში – 32-ე საარჩევნო ოლქის 90-ე უბანი 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა
შემდეგი სტატიადაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება