(video) პირველი ჩხუბი ევრო-2016-ზე: საფრანგეთის და ინგლისის გულშემატკივრებმა ერთმანეთი სცემეს

1მარსელში ინგლისის და საფარნგეთის ფეხბურთის ფანებს შორის მასობრივი ჩხუბი გაიმართა – The Daily Mail- წერს. დავა წუხელ გვიან ღამით დაიწყო. ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდება, ურთიერთგამომრიცხავია. ინგლისელები ამბობენ, რომ მათ დაესხნენ თავს, ფრანგები კი, ამბობენ, რომ ჩხუბი ინგლისელებმა დაიწყეს. ამასთანავე, ბრიტანელები აცხადებენ, რომ არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ “ზედმეტის დალევა მოუვიდათ”.
ერთი ინგლისელი ფანი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი – მას ხის მაგიდა ესროლეს თავში. პოლიციამ მხარეების გასაშველებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

 

https://youtu.be/dXHW57cnTIs

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში
შემდეგი სტატიათამარ ლალიაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არა – დოლიძეს, არა – ლალიაშვილს, არა – თოდუას, მაგრამ კი – მურუსიძეს