თამარ ლალიაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არა – დოლიძეს, არა – ლალიაშვილს, არა – თოდუას, მაგრამ კი – მურუსიძეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ლალიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
„გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე, რომ არსებობს თვით ამ უმრავლესობის გადაწყვეტილება, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დადგენილება, რომლებმაც ჩვენ პოლიტიკურ დევნილებად გვცნო იმ პერიოდიდან მოყილებული, როდესაც ჩვენი გათავისუფლება მოხდა სასამართლო სისტემიდან იმის გამო, რომ ვიყავით პრინციპულები და დამოუკიდებლები. მე, ასეთი ადამიანი, ვიდექი პარლამენტის წინაშე და სამწუხაროდ უმრავლესობამ არც კი იფიქრა თუნდაც ამ კუთხით უფლებათა აღდგენაზე. მე მრჩება წარმოდგენა, რომ არა- დოლიძეს, არა – ლალიაშვილს, არა – თოდუას, მაგრამ კი – მურუსიძეს და მისნაირ მოსამართლეებს. ეს სამწუხარო სინამდვილეა. “- აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) პირველი ჩხუბი ევრო-2016-ზე: საფრანგეთის და ინგლისის გულშემატკივრებმა ერთმანეთი სცემეს
შემდეგი სტატია(video) აკტობეში ტერორისტების თავშესაფრის განადგურების ვიდეო გამოქვეყნდა