პირველად საქართველოში ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია და იგი მოიცავს:

• კოშკურებს
• საჰაერო ბილიკს
• ხიდებს
• საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს;

ბილიკი წრიული ფორმისაა და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება

წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში ბილიკის სტუმრობას 60 000 – 100 000 ადამიანი შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ჯოხაძე: როცა პოეზია სიხარულია
შემდეგი სტატიამაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს