პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთ მათგანთან უკვე მოვიდა კორონავირუსზე პირველი კვლევის უარყოფითი პასუხი. მას განმაორებითი კვლევა დღეს ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის კლინიკას საღამოს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის – კანადაში მყოფი ქართველი მეცნიერის განცხადება