პირდაპირი საფრთხის შემთხვევაში ფინეთი ნატოს დახმარებას მიიღებს – პეკა ჰავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰავისტოს განცხადებით, ფინეთი ნატოს დახმარებას პირდაპირი საფრთხის შემთხვევაში მიიღებს.

„ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, რომ ახლა მხარდაჭერის დაპირება მივიღეთ როგორც აშშ-ისგან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის საკვანძო ქვეყნებიდან. მე მჯერა, რომ ნებისმიერი პირდაპირი საფრთხის შემთხვევაში ფინური მხარე პარტნიორებისგან დახმარებას მიიღებს, იმის მიუხედავად არის თუ არა ფინეთი ჯერ ნატოს წევრი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჰავისტომ უნგრეთთან და თურქეთთან არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მათ ნატოში ფინეთისა და შვედეთის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.

„ისინი არ ჩქარობენ, როგორც ჩანს, ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამბობენ, რომ ფინეთსა და შვედეთს ერთად განიხილავენ და დაბრკოლებას ვერ ხედავენ“, – აცხადებს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე – შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვა ვერ დასცდათ ამ ტერორის აქტზე – მოვუწოდებ ყველა ქალაქის მერს, ამოიღეთ ხმა, დადექით ამ კაცის გვერდით
შემდეგი სტატიაესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა