ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მერვე თვეში, ესტონეთმა დახურა თავისი პორტები რუსული გემებისთვის. ამის შესახებ რუსული interfax წერს.

„რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, – აცხადებენ ესტონეთის დეპარტამენტში.

დეპარტამენტის განმარტებით, 7 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მიღების დღიდან.

ესტონეთმა, ასევე, გამოაცხადა, რომ აპირებს უკრაინას გადასცეს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას და ზამთრის აღჭურვილობას.

banner
წინა სტატიაშიპირდაპირი საფრთხის შემთხვევაში ფინეთი ნატოს დახმარებას მიიღებს – პეკა ჰავისტო
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული