“პირდაპირი ადრესატები მყავს – იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა”-კილაძე

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ელისო კილაძე მის მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო დაიბარეს. სამმართველოში შესვლამდე ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სატელეფონო მუქარა სოსო გოგაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ახლო გარემოცვას დაუკავშირა.
„უკვე მეორედ დამიკავშირდა პირი, რომელიც გამეცნო პავლე ლატარიას სახელითა და გვარით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ნამდვილად მისი სახელი და გვარია. მან იცოდა ვისთანაც რეკავდა იმიტომ, რომ სახელით მომმართა და დაიწყო პირდაპირ მუქარა, გინება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. პირდაპირი ადრესატები მყავს – იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშივფიქრობთ ერთზე მეტი თავდამსხმელი იყო- გუგეშაშვილის მეგობარი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერს, – ალექსის ციპრასს შეხვდა