ვფიქრობთ ერთზე მეტი თავდამსხმელი იყო- გუგეშაშვილის მეგობარი

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, მიხეილ ცინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ერთზე მეტი თავდამსხმელი ყოფილიყო.
„ვიცით, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. ვფიქრობთ ალბათ, ერთზე მეტი იყო,“- აცხადებს ცინიკაშვილი და ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
თავად დოდო გუგეშაშვილი კი, რომელიც ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, სამართალდამცველებმა შესაძლოა დღეს დაკითხონ, თუმცა გადაწყვეტილებას გამომძიებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებენ.
თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ასევე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე დღეს დაიკითხება
შემდეგი სტატია“პირდაპირი ადრესატები მყავს – იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა”-კილაძე