ფიფას კონგრესი ბლატტერის ბედს დღეს გადაწყვეტს

150529080843_sepp_blatter_624x351_reutersფიფას კონგრესის 209 დელეგატი დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტის ბედს გადაწყვეტს. კორუფციული სკანდალის მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატტერი საკუტარ კანდიდატურას მეხუთედ აყენებს.
რამდნეიმე დღის წინ შვეიცარიაში ფიფას 7 მაღალჩინოსანი დააკავეს აშშ-ს მიერ ფიფას კორუფციის სქემის გამოძიების ფარგლებში. კორუფციაში 14 პირია ბრალდებული.
სკანდალის მიუხედავად, არ გამორიცხავენ იმას, რომ ბატტერი დღევანდელ არჩევნებზე გაიმარჯვებს.

მისი მეტოქე იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინია.
ციურიხის დაკავებების შემდეგ ბევრმა ფიფაში ბლატტერის გადადგომა მოითხოვა, თუმცა, მან განაცხადა, რომ წასვლას არსად არ აპირებს.
ბლატტერი და პრინც ალი 15 წუთიანი სიტყვით გამოვლენ დეპუტატების წინაშე. შემდეგ ყველა დელეგატი კენჭს უყრის კანდიდატებს.
პირველ რაუნდში გამარჯვებისთვის აუცილებელია 140 ხმა. მეორე ტურში გამარჯვენბისთვის კი – უბრალო უმრავლესობა.
ბლატტერი პრეზიდენტის პოსტზე 17 წელია იმყოფება და ფავორიტად ითვლება, რადგან მას აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის დელეგატების მხარდაჭერა აქვს.

“ჩვენ ყველაფერი დავითვალეთ, აფრიკას 54 ხმა აქვს”

გუშინ სხდომაზე გამოსვლისას ბლატტერმა კორუფციული სკანდალი ახსენა და თქვა, რომ “ზუსტად მან უნდა დაალაგოს სიტუაცია”.

“ფიფას უპრეცენდენტო, მძიმე დღეები დაუდგა. ამ მოვლენებმა (ჩინოვნიკების დაკავებები) ფეხბურთს დამცირება და სირცხვილი მოუტანა, აუცილებელია გარდაქმნები” – თქვა ბლატტელმა.
ბიბისის სპორტული კორესპონდენტის თქმით, ეს ბლატტელის კლასიკური გამოსვლა იყო – ჯერ სხვები დაადანაშაულა პრობლემის შექმნაში, შემდეგ კი პირობა დადო რომ მას გამოასწორებდა.

პრინც ალის ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს.
სკანდალის შესახებ კომენტარებისას, მან განაცხადა, რომ ფიფას სჭირდება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და არა ხელმძღვანელი, რომელიც სხვებს დაადანაშაულებს.
ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიამ 2018 და 2022 წლების ფეხბურთის მასპინძელი-ქვეყნების არჩევის პროცედურების გამოძიება დაიწყო.
2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის ვერსიებზე ექსპერტები საუბრობენ
შემდეგი სტატიაჯიჰადისტებმა პალმირში 240-მდე ადამიანი დახოცეს