ჯიჰადისტებმა პალმირში 240-მდე ადამიანი დახოცეს

150528162746_palmyra_624x351_ap_nocreditისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა პალმირის ამფითეატრში 20-მდე ადამიანი მოკლეს, ნათქვამია ლონდონში არსებული სირიული ორგანიზაციის განცხადებაში.

აქტივისტების მონაცემებით, ჯიჰადისტებმა ამფითეატრში ადგილობრივი მცხოვრებლები შეყარეს.
ქალაქის დაკავების მომენტიდან მათ 240-მდე ადამიანი ყავთ მოკლული.
ქალაქი პალმირი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.
ბოევიკები ანადგურებენ ყველა ძეგლს, რომელიც ისლამისტუ პერიოდამდეა დათარიღებული.

ჯერჯერობით პალმირის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოევიკებს დაკავებული აქვთ ავიაბაზის ტერიტორია და ციხე.
ჯიჰადისტების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკლიპში ხელუხლებელი ქალაქი ჩანს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ვერ მტკიცდება.
სირიის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ქალაქიდან გაიტანეს ყველა ექსპოზიცია და სიძველე, თუმცა, მსხვილი ძეგლები,ცხადია, ადგილზეა.
პალმირში მოკლული 240 ადამიანიდან დაახლოებით 70 ქალი და ბავშვი იყო. შესაძლებელია ბოევიკების მიერ დაკავებულმამ 600 ადამიანმაც იგივე ბედი გაიზიაროს.
გაეროს მონაცემებით ქალაქის 200 000 მოსახლედან დაახლეობით მესამედი ჯიჰადისტების ქალაქში შემოსვლამდე იქნა ევაკუირებული. როგორც ვრცელდება, სირიის არმია მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიდა

banner
წინა სტატიაშიფიფას კონგრესი ბლატტერის ბედს დღეს გადაწყვეტს
შემდეგი სტატიარუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია შევიდეს