ფინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით შეამცირა – Bloomberg

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

ფინეთმა 70%-ით შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლის მარტში. მოცულობები ანაზღაურდა ნორვეგიიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემა ფინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტში 70%-ით ნაკლები ნავთობი შევიდა რუსეთიდან. რუსეთიდან შესყიდული ნავთობის ღირებულება წინა წელთან შედარებით 45%-ით დაეცა.

„ფინეთის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან თანდათან იშლება“, – აღნიშნა ეკონომისტმა პასი კუოპამაკიმ.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში ავტომობილი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაოპოზიცია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს, უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს – სარჯველაძე