ფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი – ფინეთი რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მზად არის, ებრძოლოს

ფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ტიმო კივინენი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, რუსეთის თავდასხმისთვის და გაუწევს ძლიერ წინააღმდეგობას, თუ ეს მოხდება.

„ფინელებს აქვთ მოტივაცია, იბრძოლონ და ქვეყანამ შექმნა მნიშვნელოვანი არსენალი. ჩვენ სისტემატურად ვავითარებთ ჩვენს სამხედრო თავდაცვას სწორედ იმ ტიპის ომისთვის, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, საცეცხლე საშუალების, ჯავშანტექნიკისა და საჰაერო ძალების მასიური გამოყენებით“, – აღნიშნა ტიმო კივინენმა.

მისი თქმით, უკრაინა რთული ლუკმაა რუსეთისთვის და ასე იქნება ფინეთიც.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს – 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე პრემიერს – “ტყუილის გუდა” ხართ