ფინეთის პრეზიდენტი ნატოში შესვლაზე უარს ამბობს

ფინეთის პრეზიდენტი ნატოში შესვლაზე უარს ამბობს

ფფინეთის პრეზიდენტი საულ ნიინისტიე ნატოში გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკმა და სტოკჰოლმმა საკითხი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ – YLE წერს.

“ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირი აუცილებლობა არა გვაქვს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა შევცვალოთ” – განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ნატოს, როგორც საფრთხეს განიხილავს და მათ “არ უნდათ ამ საფრთხის საკუთარ საზღვრებთან მოტანა” – დაამატა მან.

საკითხი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს – განაცხადა საულ ნიინისტიემ.

banner
წინა სტატიაშიDer Spiegel: ფორმატი “G7+რუსეთი” მკვდარია
შემდეგი სტატიანორვეგია რუსეთთან საზღვარზე კედელს აშენებს