ნორვეგია რუსეთთან საზღვარზე კედელს აშენებს

1ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის საზღვარზე კედელი ააშენოს.
ნორვეგიის მთავრობის თქმით, მსგავსი ზომები არალეგალურ მიგრაციას შეამცირებს. კედლის იდეა თებერვალში დაიბადა – როცა მესაზღვრეებმა მთავრობას სასაზღვრო გამშვები პუნქტის დროებით დაკეტვა შესთავაზეს. “თუკი მიგრანტების ნაკადს ვერ გავაკონტროლებთ, კედელი დაგვეხმარება” – განაცხადა კატრინ ჰეტმა, ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის უფროსმა.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, მათი გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ უკვე იცის.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრეზიდენტი ნატოში შესვლაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ანტიისლამური მანიფესტი მიიღეს