ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია „მობილის“ სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით, რეალიზაციას უკეთებდნენ ძრავის დაბალი ხარისხის იაფფასიან ზეთს.
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, ჯამში 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი
შემდეგი სტატიათამთა ჯანჯღავა : „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა