ფილიპინების პრეზიდენტის მიერ ობამას გალანძღვის შემდეგ ჩინეთი ფილიპინეთან ურთიერთობას ამყარებს

დღეს ჩინეთმა მზაობა გამოთქვა ფილიპინებთან ურთიერთობის გამყარების შესახებ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა განაცხადა. მან, ასევე, კომენტარი გაუკეთა ბარაკ ობამას თხოვნას, ფილიპინების პრეზიდენტის მიერ მისი გალანძღვის შემდეგ თავი შეიკავონ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრაზე.
“ფილიპინები ჩინეთის გრძელვადიანი მეზობელია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ჩინეთი მუდამ მზად არის ფილიპინებს მხარი დაუჭიროს” – აღნიშნა დიპლომატმა.

გუშინ, ორშაბათს, ფილიპინის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას “ძაღლისშვილი” უწოდა და პირობა დადო, რომ დაწყევლიდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი განცხადების მიზეზი გახდა ცნობა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე ობამა დუტერტეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 2 ათასი ადამიანის დახოცვის შესახებ აპირებს საუბარს. გარდა ამისა, “დიდი ოცეულის” სამიტზე, ობამამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ფილიპინებში ნარკოტიკების ბრუნვით და დანაშაულის გაზრდილი ინდექსით.
“აუცილებელია პატივისცემის გამოჩენა. არ არის საჭირო ჰაერში ისროლო საკითხები და განცხადებები. “ძაღლისშვილი”. მე ამ ფორუმზე დაგწყევლი” – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის და მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები წარმომადგენლობების გახსნას აპირებენ
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი ფეიქრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა