ფილიპინების პრეზიდენტი გაეროსთვის ცეცხლის წაკიდებით იმუქრება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2016 14:31

ფილიპინების პრეზიდენტი გაეროსთვის ცეცხლის წაკიდებით იმუქრება

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ დაიმუქრა, რომ გაეროს ცეცხლს წაუკიდებს – ბრიტანული The Independent-ი წერს. “წადით და იჩივლეთ გაეროში, მე კი მივალ და გაეროს ცეცხლს წავუკიდებ. მე მას ცეცხლს წავუკიდებ აშშ-ში თუ წავედი” – თქვა ფილიპინის ლიდერმა ქალაქ ზამბოანგას სამხედრო ბაზაში სიტყვით გამოსვლისას.

ადრე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ ალ-ჰუსეინმა ფილიპინის მთავრობას დუტერტესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება სთხოვა, რომელმაც აღიარა, რომ სამი ნარკოდილერი ყავს მოკლული მაშინ, როცა ის მერი იყო.

დუტერტემ, ალ-ჰუსეინის სიტყვების კომენტირებისას მას იდიოტი უწოდა. “ეს ბიჭი ან ხუმარაა, ან არანორმალური… შენ, იდიოტო, ნუ მასწავლი რა გავაკეთო… ვინ მოგცა ამის უფლება?” – ტელე-ეთერში განაცხადა დუტერტემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2016 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics