1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 72 თეთრად არის შესაძლებელი

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 72 თეთრად არის შესაძლებელი. ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა ბოლოს გუშინ გამოაქვეყნა და 24 დეკემბერის მონაცემებით, 2 ლარი და 75 თეთრი იყო.

კრიტიკულ ზღვარს ეროვნული ვალუტის კურსმა 21 დეკემბერს მიაღწია და სავალუტო ჯიხურებში 2 ლარი და 83 თეთრი შეადგინა.

მიმდინარე კვირის ტენდენციით, ლარმა მცირედით გამყარება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტი გაეროსთვის ცეცხლის წაკიდებით იმუქრება