ფილიპ ბრიდლავი – არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევაა, მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად

General Philip M. Breedlove (Supreme Allied Commander Europe)

საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

მისი თქმით, „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“.

„ამ უქმე დღეებში ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს – გილოცავთ. მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად. მომდევნო წლებში ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ერებს შორის“, – აღნიშნა ბრიდლავმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა
შემდეგი სტატიაცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებზე