არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა

არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს არჩევნებს.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოს არჩევნებს. არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებთან არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ მშვიდად და მშვიდობიანები. ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ვაფასებ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნებს, განვაგრძობთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას
შემდეგი სტატიაფილიპ ბრიდლავი – არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევაა, მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად