ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები იკრიბებიან

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები და გაერთიანებაში შემავალაი პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით, ისინი ყველანაირი კანონიერი გზით შეეცდებიან დაიცვან თავიანთი ხმები და აღნიშნავენ, რომ გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია. მათი თქმით, ბოლომდე დადგებიან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გვერდით. ასევე, დაიგეგმება ქუჩის საპროტესტო აქციები.

პოლიტიკურ გაერთიანებაში მყოფი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ხალხის რეალური ხმა. კონკრეტულ გეგმებზე ისინი ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის რეალური პოზიციის დასაცავად ყველანაირ კანონიერ მეთოდებს მიმართავენ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანების ლიდერების შეხვედრა მხარდამჭერებთან 18:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხდება კონკრეტული გეგმის გაწერა თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია. აღნიშნულ მხარდამჭერებთან დაგეგმილ კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფილარმონიაში შეკრებილ მოქალქეებს „სკაიპით“ ჩაერთვება.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, თუმცა ადგილზე არანაირი ექსცესი არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამინდი გაუარესდება, ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაათონელის ქუჩაზე, ახალი პრეზიდენტის რეზიდენციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს – შენობა მმართველმა გუნდმა მოინახულა