საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი

1-ელ დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში წვიმა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

30 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-ელ დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე”- “ევროპული საქართველო” სამომავლო სტრატეგიაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები იკრიბებიან