ფიენთმა და ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდეს ასადზე გავლენა იქონიოს

ფიენთმა და ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდეს ასადზე გავლენა იქონიოს

16გაეროში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომაფდგენელმა მეთიუ რაიკროფტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა საკუთარი მოვალეობები აუცილებლად უნდა შეასრულონ 2254 რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ შორის საუბარია რუსეთზე, რომელმაც საკუთარი ავტორიტეტი უნდა გამოიყენოს სირიაში და ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის პრეზიდენტზე ბაშარ ასადზე – ამის შესახებ დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა დღეს.
რაიკროფტმა შეშფოთება გამოხატა “მოსკოვის მიერ ვალდებულებების შესრულების” თაობაზე და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური დირექტორი პან გი მუნი სამართლიანად აკრიტიკებდა ავიადარტყმებს, რომელსაც უწოდა “მიზეზი, რომლის გამოც ჟენევის მოლაპარაკებების გადადება მოგვიწია”. პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ “რუსეთი და სხვები კონკრეტულ იდეებს შესთავაზებენ, რომელიც საერთოეროვნულ ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს და შესაძლებლობას, რომ ჰუმანიტარული წვდომები ისევ განახლდეს.”

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სქემა წარუდგინა, რომლის დეტალებზე მას ჯერ არ შეუძლია საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გეგმა არ გულისხმობს ასადის დაუყოვნებლივ გადაყენებას, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი “ბიბისის” გაებუტა ავტორიტარიზმის შესახებ სიუჟეტის გამო
შემდეგი სტატიატრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის ღირებულება დაითვალა