პოლონეთი “ბიბისის” გაებუტა ავტორიტარიზმის შესახებ სიუჟეტის გამო

პოლონეთი

პოლონეთმა კორპორაცია “ბიბისის” რეპორტაჟის შესახებ ოფიციალური პროტესტი გამოხატა. ამაზე “გარდიანი” წერს. პოლონეთის მთავრობამ სიუჟეტს “ანგაჟირებული” და “უმსგავსო” უწოდა და აღნიშა, რომ სიუჟეტში “არასწორი დასკვნებია” გაკეთებული. ასეთი სიტყვებია მოხსენებული პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ დაწერილ ოფიციალურ წერილში, რომელიც კორპორაციას გაეგზავნა.

ოფიციალური ვარშავას გაბრაზება BBC Two-ს ეთერში, Newsnight-შოუში გასული ტელე-სიუჟეტი გახდა, რომლის სათაური იყო “პოლონეთი ნამდვილად განიცდის “პუტინიზაციას?” ტელემაყურებლებმა სიუჟეტის ფარგლებში ნახეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან და პოლონელებთან ინტერვიუები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი ქვეყნის ახალი მთავრობის კურსით.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში უფლებადამცველების პროტესტის მიუხედავად, მიღებულ იქნა კანონი, რომელიც დაზვერვას ეხება. დოკუმენტი სპეცსამსახურებს უფლებამოსილებას უზრდის და უფლებას აძლევს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უთვალთვალონ პირად ელექტრონულ მიმოწერებს.
ასევე, 7 იანვარს პოლონეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს დირექტორების მოხსნას და დანიშვნას ეხება.

პოლონეთში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს, მოსახლეობაში ყოველდღე იზრდება უკმაყოფილება.

banner
წინა სტატიაშიფინეთის შრომის მინისტრმა მიგრანტების უწიგნურობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაფიენთმა და ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდეს ასადზე გავლენა იქონიოს