ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის ღირებულება დაითვალა

ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის ღირებულება დაითვალა

17აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა-მილიარდელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ შეთავაზებული კედელი, რომელიც აშშ-ს და მექსიკას გაყოფს ერთმანეთისგან, დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი დაჯდება – ამის შესახებ ტელეარხი MSNBC იტყობინება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გასუვა იმას, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა აანაზღაუროს. მისი თქმით, 8 მილიარდი დოლარი – ეს იმ ფულის უმნიშვნელო ნაწილია, რომელსაც აშშ ლათინოამერიკულ ქვეყნებზე ხარჯავს. “ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვკარგავთ დეფიციტის ვაჭრობაზე” – განაცხადა ტრამმა.
მისი აზრით, კედლის სიმაღლე 10-12 მეტრი უნდა იყოს, სიგრძე კი – 1 600 კილომეტრი. მან პირობა დადო, რომ კედლებზე იქნება “დიდი, ლამაზი კედლები”, რომლიდანაც ადამიანებს შეეძლებათ აშშ-ში შემოსვლა.

banner
წინა სტატიაშიფიენთმა და ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდეს ასადზე გავლენა იქონიოს
შემდეგი სტატიაეგეოსის ზღვაზე სწავლებებზე ბერძნული ვეტმფრენი დაიკარგა