პეტრე ცისკარიშვილი: სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტთ, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს.

„გასაგებია გიორგი ვაშაძის სურვილი, რომ ჩვენ არა 30-35 პროცენტიანი, არამედ მასავით 3-პროცენტიანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს.

არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორომალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი გერასიმე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს ოკუპირებული ცხინვალის ტაძარში შობის დღესასწაულზე ჩატარებული წირვის შესახებ წერილით მიმართავს