პეტრას აუსტრევიჩუსი – ქართველ ხალხს ხელსიფლებაზე უკეთ ესმის, რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა

ევროპაში პოლიტპატიმრებით საქართველოს ადგილი არ არის, ეს ჩვენი მარტივი და ხმამაღალი გზავნილია, ჩვენ კითხვას უნდა ვსვამდეთ, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში, მის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ. საქართველოსთვის მიხეილ სააკასშვილზე მეტი ვინ გააკეთა? , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ხელსიფლებაზე უკეთ ესმის, რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა.

„ველოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით ისაუბრებს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას ევროინტეგრაციის მიმართ, დააკისრებს ვალდებულებას ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია და პირობა. ჩვენ მოვუწოდებთ, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება მალე. ევროპაში პოლიტპატიმრებით საქართველოს ადგილი არ არის. ეს ჩვენი მარტივი და ხმამაღალი გზავნილია. ჩვენ კითხვას უნდა ვსვამდეთ, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში, მის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ. საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილზე მეტი ვინ გააკეთა? ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა ევროპული ტრადიცია არ არის. შუა საუკუნეებში დავასრულეთ ლიდერების ციხეში ჩასმა. ახლა ასე აღარ ვიქცევით. ვფიქრობ, ქართველს ხალხს უკეთ ესმის, ვიდრე მათ ხელისუფლებას, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა. ევროინტეგრაციული არჩევანის მკაფიოდ არდაფიქსირება ქვეყნის მომავლისთვის რისკია“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

banner
წინა სტატიაშინუ ცდილობთ დაჩაგროთ ამ ქვეყნის დემოკრატიული სწრაფვა, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტს რეზოლუციების საფუძველზე ურჩევნია, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ – გრეგოროვა