ნუ ცდილობთ დაჩაგროთ ამ ქვეყნის დემოკრატიული სწრაფვა, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის – ზურაბიშვილი

ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის – სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთისთვის გზავნილი გააჟღერა. მისი თქმით, უკრაინაში წაგება არ შეიძლება გახდეს ბიძგი უფრო სუსტ ქვეყანასთან წამოიწყოს ომი.

ჩვენ გვაქვს ნაკლები, ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ნაკლებმა გადაფაროს ჩვენი მიღწევები გარკვეულ წლებში ჩვენ მოვახდინეთ დიდი პროგრესი, გარკვეული რეფორმები, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები და იდეალურები, სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას და განახორციელონ ის საარჩევნო მოთხოვნები რაც წაყენებულია. აქაც შეიძლება გაკეთდეს მეტი და უნდა გაკეთდეს მეტი იმისთვის, რომ ხელიდან ეს შანსი არ გავუშვათ, რასაც საქართველო მოსახლეობა არ გვაპატიებს.

ასევე აღიარება უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული ფასეულობების, იმიტომ, რომ რაც ვნახეთ, საქართველოს მოსახლეობისგან ეს იყო, რომ ჩვენ არ დავნებდებით, არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ამიტომ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ეს არის მხოლოდ დროის ამბავი.

ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის, რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიები და ატარებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გაკვეთილები, რომელიც გამოვიტანეთ 2008, 2014 და 2022 წელს, ეს არის რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. ის დანაკარგი და წაგება უკრაინაში შეიძლება შეხდეს რუსეთს, არ შეიძლება ბიძგი იყო იმისთვის, რომ უფრო სუსტ პარტნიორთან წამოიწყოს საომარი მოქმედება.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაპეტრას აუსტრევიჩუსი – ქართველ ხალხს ხელსიფლებაზე უკეთ ესმის, რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა