პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებისას თავი მოიკლა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა სუიციდის მცდელობის შემდეგ. ალან გარსიას პოლიციელებმა საკუთარ სახლში მიაკითხეს. მას ბრალი ქრთამის აღებაში ედებოდა. თვითონ გარსია ბრალს არ აღიარებდა.
პოლიცია ალან გარსიასთან დღეს მივიდა. მან ადვოკატთან დარეკვის უფლება ითხოვა და ოთახში ჩაიკეტა. მოგვიანებით პოლიციელებმა იარაღის ხმა გაიგეს. ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების ვერსიით, ყოფილი პრეზიდენტი 2006-2011 წლებში ბრაზილიური სამშებენლო კომპანიისგან ქრთამს იღებდა იმისთვის, რომ პერუს დედაქალაქ ლიმაში მეტროს მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა – “ბიბისი” წერს.

პერუს ოთხ ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაში ედება ბრალი. მეხუთე, ალბერტო ფუხიმორი, უკვე ციხეში ზის.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია, რატომ დადგა შალვა შავგულიძე იმ ადამიანების გვერდით, ვისაც გირგვლიანის საქმეზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძემ, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამართული დებატები პირწმინდად წააგო