გაუგებარია, რატომ დადგა შალვა შავგულიძე იმ ადამიანების გვერდით, ვისაც გირგვლიანის საქმეზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება

ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ დადგა შალვა შავგულიძე იმ ადამიანების გვერდით, ვისაც გირგვლიანის უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მხრიდან ერთ-ერთი კანდიდატია. ჩვენ შუალედურ არჩევნებში სრულფასოვანი კონკურენციისთვის მზად ვართ. არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი, ლადო კახაძე გაიმარჯვებს. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, ჩემთვისაც გაუგებარია თუ რატომ და როგორ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რომ ზუსტად იმ ადამიანების გვერდით დადგა ვისაც გირგვლიანის უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს კითხვები მთელ საზოგადოებას აქვს და მე იმედი მაქვს, რომ შავგულიძე შეკითხვებს ამ კამპანიის პერიოდში მაინც უპასუხებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიურობა – ბაია პატარაია საუდელი დების საქმეზე
შემდეგი სტატიაპერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებისას თავი მოიკლა