ფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია

„ფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია“ – ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია მისთვის მამუკა მდინარაძის მიერ შეცდომით სმს-ის გაგზავნას.

პარტია ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, სმს შეტყობინება მიიღო. გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მის წინააღმდეგ შეტევა განხორციელდეს. ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესა და მის თანამოაზრეებს “უმწიფარ ბიჭებს” უწოდებს.

“მე არ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც აერია არა მხოლოდ ის ვექტორები, რითიც ქართულმა ოცნებამ უნდა იაროს 2012 წლის შემდეგ და უკვე წითელსა და მწვანეს შორის აქვთ პრობლემები, მესიჯებს, რომელიც მომზადებულია ყველაზე ცუდი ენით და ყველაზე შეურაცხმყოფელი ენით იმას უგზავნიან, ვის წინააღმდეგაც მოამზადეს, აღმოჩნდა ჩემს პერსონალურ Whats up-ის შეტყობინებაში, ბატონმა მდინარაძემ გადმომიგზავნა მე და მერე მივწერე, მე უნდა გავახმოვანო ეს ჩემთან დაკავშირებით-მეთქი? ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. სურათი უფრო მძიმეა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება ტრაგიკომედიაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნახეთ, რას ჰგავს ეს ყველაფერი. მმართველი პარტია, რომელიც დღეს არის ამხელა გამოწვევების წინაშე, დღეს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დამწკრივდნენ ეს პატარა კაცები და ერთ ხმაში განახორციელონ ვითომ შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ამაში აღამებენ და ათენებენ. ეს არის ჩემთვის მძიმე საყურებელი და ალბათ, მოსახლეობისთვის. ეს მესიჯების თემა მგონი, რომ არის დიაგნოზი,” – ამბობს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი ევრო გამოყო
შემდეგი სტატიასჯობს, ყველამ იმას მივხედოთ, რაც ხალხს აწუხებს, ვიდრე ერთმანეთს ვუფრიალოთ ბინძური საცვლები