პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი ევრო გამოყო

პენტაგონმა მხარი დაუჭირა აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ეს ფული 91 კილომეტრის მონაკვეთის ასაშენებლად დაიხარჯება იუმასა და ელ-პასოში.
ერთი მილიარდი დოლარი კედლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხის პირველი ტრანშია, რომელიც აშშ-ს კონგრესის გვერდის ავლით გამოიყო.

მას შემდეგ, რაც კონგრესმა თანხა არ გამოყო, 15 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო სიტუაცია შემოიღო, რამაც მას სამხედრო ბიუჯეტიდან თანხის მიღების შესაძლებლობა მისცა – “ბიბისი” წერს.
დემოკრატებმა ამ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია