პენტაგონმა ფლინის მიერ რუსული ფულის აღების საქმის გამოძიება დაიწყო

პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა მაიკლ ფლინთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც მის მიერ უცხოური ფულის აღებას ეხება – ფლინი დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველია.
გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ფლინს იმის ნებართვა, რომ უცხო სახელმწიფოსგან თანხები მიეღო. როგორც კონგრესმენმა ელაიჯა კამინსგმა განაცხადა, პენტაგონის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფლინს არასდროს მიუმართავს მსგავსი ნებართვის მისაღებად. 2014 წელს კი მას გაფრთხილება აქვს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთიდან ფული არ აიღოს.
ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსული არხისგან 45 ათასი დოლარი მიიღო მოსკოვში, 2015 წლის ღონისძიებაზე გამოსვლისთვის, რომელიც არხის მაუწყებლობის ათ წლისთავს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის მოსკოვის ცენტრში უცნობი პირი თავს დაესხა და სახეში “ბრილიანტის მწვანე” შეასხა
შემდეგი სტატიალონდონში ბრიტანეთის პარლამენტთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს