პენტაგონი: თურქეთმა ერაყის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა პირობა დადო, რომ შეეცდება ანკარა დაარწმუნოს იმაში, რომ ერაყის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს – კარტერი თურქეთში ვიზიტისთვის ემზადება.
ამასთანავე, კარტერმა ჟურნალისტის შეკითხვას, ერაყის ტერიტორიაზე თურქეთს უნდა ჰქონდეს თუ არა ოპერაციის ჩატარების უფლება, არ უპასუხა. ადრე პენტაგონმა უკვე განაცხადა, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ ერაყის გადასაწყვეტია.
მინისტრს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია გუშინ თურქეთის ძალების მიერ სირიაში ქურთების პოზიციის დაბომბვაზე – ქურთები იმ ფორმირებების მოკავშირები არიან, რომელთაც აშშ მხარს უჭერს. ამავე დროს, თურქულ გაერთიანებებს თურქეთი ტერორისტულს უწოდებს.

კარტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ თურქეთს და ერაყს ახლო მოკავშირეებად და “ახლო მეგობრებად” თვლის. “მინდა, კონცენტრირება მოხდეს ჩვენს მთავარ მიზანზე – ბოევიკების განადგურებაზე” – აღნიშნა კარტერმა.

banner
წინა სტატიაშიუსკო-მ არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბობ დილანის გვერდიდან ნობელის შესახებ ინფორმაცია წაშალეს