უსკო-მ არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 12 622 ბიულეტენი, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა შეძლო: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89%, ( 1 მანდატი); დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7%, (ასევე 1 მანდატი); ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% ( 5 მანდატი)

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% ( 8 მანდატი)

რაც შეეხება მეორე ტურის თარიღს, უსკოს განკარგულებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად 30 ოქტომბერი გამოცხადდა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

არჩევნების მეორე ტური, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 5 ოლქში გაიმართება, ხოლო ერთ – ხულოს N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს
შემდეგი სტატიაპენტაგონი: თურქეთმა ერაყის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს