პენტაგონი – რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ მარიუპოლი არ დაცემულა, რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად. ამის შესახებ ჯონ კირბიმ პრესბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის თვადაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს.

ჯონ კირბის განცხადებით, ამჟამად რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რონ ამერიკელი სამხედროები მალე დაიწყებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრების მომზადებას აშშ-ის მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის გამოყენებაში. აღნიშნული იარაღი არის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი.

წინა სტატიაშირუსეთის ცენტრალური ბანკი: პერიოდი, როცა შეგვეძლო მარაგებით გვეცხოვრა დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატიარუსეთის ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობენ