რუსეთის ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობენ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობენ. ესენია ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის რეგიონები.

„საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები თავდაცვას უკავებენ და მათ (რუსებმა) შესვლა შეძლეს მხოლოდ ორ ქალაქში – კრემინაში და კიდევ ერთ პატარა ქალაქში. თუმცა ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არ ვთმობთ ჩვენ ტერიტორიებს, აქტიური ფაზის დაწყების მცდელობა დილიდან დაიწყო“, – განაცხადა დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა
შემდეგი სტატიაჯენ ფსაკი: თუ ვინმე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაემგზავრება უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება”