პენიტენციურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა… მას კლავენ მიზანმიმართულად და ღიად – გვარამია

დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა… მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამია წერს.

მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ის ვერ ჭამს.

მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან.

დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა.

მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად.

ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის გინდა გაცნობიერებული, გინდა გაუცნობიერებელი დუმილი ასევე უდრის მკვლელობას, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, მარიუპოლში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ – გუტერეში
შემდეგი სტატიააშშ-ს დიპლომატები ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში დაბრუნდნენ – CNN