მზად ვართ, მარიუპოლში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ – გუტერეში

მოსკოვში გაეროს გენერალურ მდივანსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც ცნობილია, გუტერეში ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

გუტერეშმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა უკრაინაში.

გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს.

„ორგანიზაცია სრულად არის მზად თავისი ძალების მობილიზება მოახდინოს და ქალაქში დარჩენილი ათასობით მშვიდობიან პირს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. გაერო მზად არის მოქალაქეების ევაკუაციისთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო არენაზე გენოციდის აღიარება უნდა მოხდეს ჰააგის ტრიბუნალზე, სადაც საქართველომ დანარჩენ 37 ქვეყანასთან ერთად სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ – სამხარაძე
შემდეგი სტატიაპენიტენციურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა… მას კლავენ მიზანმიმართულად და ღიად – გვარამია